კალათბურთი

21:24 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმიამ” ლატვიური შეკრება დაასრულა

კალათბურთში საქართველოს ექს-ჩემპიონი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი “არმია”, რომელმაც ლატვიის ქალაქ ვალმერეში 12-დღიანი შეკრება გაიარა, საქართველოში დღეს დაბრუნდა.

 “ლატვიაში გამართული მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. გუნდმა კარგი შეკრება გაიარა. სამწუხაროდ, ტრავმები მიიღეს გიორგი შარაბიძემ (კოჭი ამოიბრუნა) და ბუბა კვიმსაძემ (კუნთი აქვს დაჭიმული), რომლებიც მინიმუმ ორი კვირა ვერ დაგვეხმარებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ გარეშე მოგვიწევს საქართველოს თასის მეოთხედფინალში “რუსთავის” წინააღმდეგ თამაში. შეკრების დროს სამი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, ყაზახეთის “კასპი-აქტუსა” (64:55) და ლატვიის ვიას (82:76) დამარცხების შემდეგ, ლატვიის კიდევ ერთ წარმომადგენელ “იურმალასთან” შარაბიძისა და კვიმსაძის გარეშე ვითამაშეთ და დავმარცხდით”,- განუცხადა “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.

0.116402