კალათბურთი

23:04 | 11.09.2014 | ნანახია 3216 - ჯერ

არჩილ ჟღენტი: “ჯერჯერობით გაურკვეველ სიტუაციაში ვარ”

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, საკალათბურთო სუპერლიგის რამდენიმე გუნდში, მათ შორის “შსს აკადემიაში”, კვლავ გაურკვეველი სიტუაციაა. ჯერჯერობით უცნობია კლუბის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში მოასპარეზე გუნდი უნდა დაკომპლექტდეს.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანის განცხადებით, სამინისტრო, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობს, რომელიც 2015 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული პროექტის ამუშავებამდე კი, ფინანსურად შეჩერებული სუპერლიგის მონაწილე გუნდების პრობლემების მოგვარებაზე ქვეყნის სხვადასხვა უწყება იზრუნებს, რათა მოახლოებულ საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემიონატის ჩატარებას პრობლემა არ შეექმნას. ყიფიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სუპერლიგის მონაწილე კლუბების მწვრთნელებთან და კალათბურთელებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა.

გთავაზობთ ინტერვიუს “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთენლ არჩილ ჟღენტთან, რომელსაც ამ თანამდებობის მოცილე გამოუჩნდა.

-გაკმაყოფილებთ ლევან ყიფიანის განცხადება?

-ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე, რადგან უცნობია “შსს აკადემიას” ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც გუნდი უნდა დაკომპლექტდეს.

-გამოდის, რომ მოახლოებული ჩემპიონატის მიუხედავად, გუნდის დაკომპლექტება ჯერ არ დაგიწყიათ?

-თუ ბიუჯეტის რაოდენობა არ გვეცოდინება, ისე გუნდს როგორ დავაკომპლექტებთ?

-სავარაუდოდ, როდის გეცოდინებათ გუნდის ბიუჯეტი?

-თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გუნდის ბიუჯეტი უახლოეს მომავალში გვეცოდინება. როგორი ბიუჯეტიც გვექნება, ისეთი გუნდი გვეყოლება.

-საზოგადოებაში ჭორის დონეზე არსებობს ინფორმაცია, რომ საკალთბურთო კლუბ “შსს აკადემიაში” თქვენ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონკურენტი გამოგიჩნდათ, ამის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

-მართალია, არის პიროვნება, რომელიც ცდილობს “შსს აკადემიაში” ჩემი პოსტი დაიკავოს.

-ვინაა ეს პიროვნება?

-ამჯერად მისი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ეტყობა მას სერიოზული მფარველი ჰყავს, რადგან ცდილობენ, რომ ჩემს მაგივრად მოიყვანონ. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გუნდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩემპიონატის ჩატარება დგას პრობლემის წინაშე და ვიღაც-ვიღაცეები მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის იბრძვიან.

-“შსს აკადემიას” ხელმძღვანელობას როგორი პოზიცია უკავია?

-რა თქმა უნდა ვკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ. მათ მითხრეს, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხს არ განიხილავენ. გამოდის, რომ თუ მე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადამაყენეს, ვიღაცის ხრიკების გამო მოხდება.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:40 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:56 | 13.09.2014
buska (1193)

პროგრამა რომ აქვთ ვითომ და განვითარების დეტალურად არ უნდა იყოს წარმოდგენილი იქნებ არც კლუბებს,მწვრთნელებს,მოთამაშეებს არ აწყობთ და სხვა გზას იპოვიან სპორტულ კარიერაში

14:27 | 12.09.2014
kuta-isi (121)

რა იყო ესე რამ გაგანაწყენა ეტყობა ვიგაცამ მაგარი გცემა ან უფრო უარესი

22:58 | 12.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:46 | 12.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

თქვენ გირჩევნიათ საქმე აკეთოთ ერთმანეთზე რაღაც რაღაცეების გადაბრალებას თავი გაანებეთ. ნუ ქმნით ძალით აჟიოტაჟს, თუ ესეთი ძლიერი გუნდი ხართ, რატო არ გყავთ კერძო სპონსორი, გაიაზრეთ რომ ხართ საშუალოზე ბევრად დაბალი ქვეყნის საშუალოზე ბევრად დაბალი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი და ნუ გექნებათ დიდი ამბიციები ჯერჯერობით! დაიწყოს კალათბურთის განვითარება და მერე წამოაყენეთ თქვენი პრეტენზიები

09:40 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

დღეს მაინც იქნებოდეს ბრძოლა ბოლომდე.

01:45 | 12.09.2014
3 სავანელი (1199)

აზრიც არა აქვს აშშ-სთან ჭიდაობას

00:58 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ერთადერთი მინუსი ამერიკის ნაკრების, საჯარიმო ტყორცნები,დანარჩენი უმაღლესია.

01:37 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

ჯერჯერობით არ ჭირდებათ და

02:40 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

დდ

00:47 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

შემეცოდა ლიტვა

00:50 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ამერიკის პასუხი: მთელი ძალით არ ვთამაშობთ.D

09:39 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

მასეა, მეტიც შეეძლოთ

02:40 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

+

00:47 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ვაუ ფარიდი.

00:42 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ირვინგი უუ.

00:41 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ამერიკული კალათბურთი ბევრად წინაა დანარჩენზე.

00:39 | 12.09.2014
levani82 (41682)

gigatrancer

ამერიკას რაღას აწვალებენ თასი ეგრევე გადასცენ რა

09:38 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

მართლაც და

02:39 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

დდ

00:20 | 12.09.2014
levani82 (41682)

გიგა ეს ამერიკა რა უზრდელია რა

02:39 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

დდ

00:21 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

აბა, პირველ ნახევარში თითქოს რაღაც და ახლა ეგრევე მოუთავა საქმე.

00:17 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აუუ დევისი.

00:12 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

დაიწყო ლიტვამ ჩამორჩენა.

00:10 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

დაიწყო ამერიკამ წინ სვლა.

00:11 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

აკრიფა და მგონი მორჩა თამაში.

02:39 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

+

00:12 | 12.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აბა რა.

23:53 | 11.09.2014
levani82 (41682)

საინტერესოა ჩემპიონატი თუ ჩატარდა, რამდენი გუნდი ითამაშებს?

00:11 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

რო დაიწყება ალბათ მაშინ გაირკვევა.

02:39 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

+

23:48 | 11.09.2014
BEERTRANCE (97819)

მიტოა რომ სამინისტროებს არ უნდა ყავდეთ კლუბები.

02:39 | 25.09.2014
NGoLo KaNte (36472)

+

0.059947