ბაჩანა არაბულმა ორი გოლი გაიტანა “ალკორკონ B”-ის მაისურით. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა ტერსერა დივიზიონში, “პარლასთან” 5:0 მოგებულ შეხვედრის მეორე ტაიმში, ხუთწუთიან მონაკვეთში შეასრულა დუბლი, მანამდე კი საგოლე პასიც გაახერხა.
არაბული “ალკორკონის” ძირითად გუნდში ვერ თამაშობს, თუმცა დიდი შანსია, ზაფხულიდან სიტუაცია შეიცვალოს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი სარეზერვო გუნდში გამორჩეულია.