ფეხბურთი

17:58 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბული: "კმაყოფილი ვარ და მწვრთნელმაც შემაქო"

როგორც უკვე ვწერდით, ბაჩანა არაბულს მშვენიერი დებიუტი ჰქონდა "ალკორკონში". მადრიდის გარეუბნის გუნდმა პრიმერას წარმომადგენელ "ხეტაფეს" 6:1 მოუგო და "პუჩეროს თასი" მოიპოვა. "მსოფლიო სპორტი" არაბულს მადრიდში დაუკავშირდა:

"ცენტრფორვარდად დამაყენა მწვრთნელმა. ჯერ პენალტი გამოვიმუშავე, მერე გოლი გავიტანე და საგოლე პასიც გავაკეთე. ყველაზე კარგი სწორედ პასი იყო. გოლს რაც შეეხება, დაბალი ჩაწოდება იყო და დასწრებაზე დავარტყი. პირველი მეკარემ მოიგერია და შემდეგ დავამატე. მწვრთნელმა შემაქო, დადებითად შეაფასა ჩემი თამაში და მითხრა, ასე გააგრძელეო". 

არაბულმა 35 ნომრით ითამაშა. სამწუხაროა, რომ მატჩის ვიდეო და ფოტორეპორტაჟიც კი არცერთ ესპანურ საიტზე არაა (ჯერჯერობით). არის ფოტოები, თუმცა არაბული არ ჩანს.

 

 

0.116291