ჭადრაკი

17:29 | 24.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძის ექვსიდან ხუთი

ბრაზილიის ქალაქ კალდას ნოვასში გრძელდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავს: 18-წლამდელთა ტურნირში მერი არაბიძე (2329) თამაშობს, ხოლო 14-წლამდელებში – ნინო ხომერიკი (1930).
გასული ექვსი ტურის განმავლობაში არაბიძემ ხუთი პარტია მოიგო, ერთადერთი მარცხი კი რეიტინგ-ფავორიტ ალინა კაშლინსკაიასთან (2377) განიცადა. მერი 5.0 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, კაშლინსკაია კი 5.5 ქულით ლიდერობს.
ცხრა ტურად მიმდინარე მსოფლიო პირველობის მე-7 ტურში, არაბიძე თეთრი ფიგურებით ასევე 5.0 ქულის მქონე ალტანუზლი ენხტუულს (2183) ეთამაშება.
14-წლამდელთა ტურნირში 3.0 ქულით 35-ე პოზიციაზე იმყოფება ნინო ხომერიკი, რომელსაც სამ-სამი მოგება-წაგება აქვს. მომდევნო ტურში ქართველი გოგონა თეთრებით მაკაოს წარმომადგენელ ქსიაოიუ ქსუს (1744) დაუპირისპირდება. 14-წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატის სათავეში 6.0 ქულით რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა (2313) იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094711