ჭადრაკი

0:43 | 4.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ლიდერებშია

20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც საბერძნეთის დედაქალაქი მასპინძლობს, მე-2 ტურის პარტიები შედგა. როგორც მოგეხსენებათ, ქართული დელეგაციის მთავარი იმედები 18-წლამდელთა შორის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონ მერი არაბიძეს (2379) უკავშირდება, რომელიც ელადაშიც ლიდერთა შორის იმყოფება.
მე-2 ტურში არაბიძემ შავი ფიგურებით ინდოელი ბახტი კულკამი (2159) დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით კიდევ 12 მონაწილესთან ერთად დაწინაურდა. მომდევნო ტურში მერი თეთრებით პოლონელ კლაუდია კულონს (2259) ეთამაშება. გოგონათა ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ნანი უნაფქოშვილმა (2011) თეთრი ფიგურებით ალბანელ ბრუნა ტუზის (1546) სძლია და 1.0 ქულით 39-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. 4 აგვისტოს, ნანი შავებით ინდოელ ნკრიტიკა პონს (2119) გაეჯიბრება.
ვაჟთა ტურნირში დიმიტრი კვარაცხელიამ (2093) თეთრი ფიგურებით ავსტრალიელი ენდრიუ ბრაუნი (2296) დამარცხა და 1.0 ქულით 78-ე პოზიციას უწია, შალვა ნადირაშვილმა (2151) კი შავებით აზერბაიჯანელ ულვი ბაიარანისთან (2446) წააგო და 0.5 ქულით 130 მონაწილეს შორის 96-ე საფეხურზე აღმოჩნდა. მომდევნო ტურში კვარაცხელია შავებით შვეიცარიელ ნიკოლას გრანდადამს (2333) ეთამაშება, ნადირაშვილი (2151) კი თეთრებით – ბერძენ ტეოდოროს პანაგოსს (1768).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უძლიერეს ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 13 ტურად მიმდინარეობს, დასკვნითი ტური 15 აგვისტოს შედგება, დასვენების დღე კი 9 აგვისტოა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094931