ჭადრაკი

22:29 | 7.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ბაციაშვილს შეუამხანაგდა

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველი ლიგის პირველობის მე-6 ტურიც, წინამორბედების მსგავსად უაღრესად დაძაბული გამოდგა და ლიდერთა მონაწილეობით ჩატარებული 6 პარტიიდან, მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა ყაიმი.
აღსანიშნავია, რომ ყაიმი იმ შეხვედრაში დაფიქსირდა, სადაც ერთპიროვნული ლიდერი ნინო ბაციაშვილი (4,5 ქულა) და მაკა ფურცელაძე (4) მონაწილეობდნენ. ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა უახლოეს მდევართა შორის მყოფმა მერი არაბიძემ (4), რომელმაც ანა გავაშელის (4) მოუგო, 5 ქულა დააგროვა და ბაციაშვილს, ლიდერობაში შეუამხანაგდა.
4,5-4,5 ქულით 3-5 ადგილებს სოფო გვეტაძე, მირანდა მიქაძე და მაკა ფურცელაძე ინაწილებენ.
მე-6 ტურის ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით: მაკა ფურცელაძე (4) – ნინო ბაციაშვილი (4,5) 0,5:0,5; ანა გავაშელი (4) – მერი არაბიძე (4) 0:1; მირანდა მიქაძე (3,5) – ანა შამათავა (4) 1:0; ალექსანდრა ვახანია (3,5) – სოფიო გვეტაძე (3,5) 0:1; მარიამ თევზაძე (3) – ქეთი წაწალაშვილი (3) 0:1, სოფო ნიკოლაძე (3) – ლიკა კობეშავიძე (3) 1:0;
მე-7 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
ბაციაშვილი (5) – არაბიძე (5), გვეტაძე (4,5) – მიქაძე (4,5); გავაშელი (4) -  ფურცელაძე (4,5), წაწალაშვილი (4) – ნიკოლაძე (4), შამათავა (4) – ნინო კეკელიძე (3,5), ნატო იმნაძე (3,5) – ალექსანდრა ვახანია (3,5), ლიზი ტრაპაიძე (3,5) – მადონმა ბოკუჩავა (3,5)
როლანდ ლაბუჩიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089798