თამაშგარე

11:47 | 17.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი არშავინმა ევროპა ხელახლა ”აღმოაჩინა“

ლონდონის ”არსენალის” რუსი ფეხბურთელი – ანდრეი არშავინი ბრიტანელ ჟურნალისტებს გულახდილად გამოუტყდა, რომ სანამ ევროპაში სათამაშოდ წავიდოდა, მანამდე ზოგადად ევროპელებზე და კონკრეტულად ინგლისელებზე სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა.

”რუსეთში ყოველდღე მესმოდა, რომ ევროპელები ცივი ხალხია, მათთან მხოლოდ ფული ფასობს და თუ რამე გაგიჭირდა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. ეს წარმოდგენები მთლიანად შემეცვალა, რადგან დავინახე, რომ ევროპელები შესანიშნავი ხალხია და თანადგომაც არავისზე ნაკლები იციან. ინგლისში ყოველდღე ვხედავ კარგ ფაქტებს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მოქალაქე და ძალიან მომწონს აქაურობა” – ამბობს რუსი ფეხბურთელი, რომელიც როგორც ჩანს, წლების მანძილზე რუსეთში დამკვიდრებული შოვინისტური წარმოდგენების მსხვერპლი იყო. ტერმინები: “სამარცხვინო ევროპა” და ”ფულზე დახარბებული ევროპელები”, ხომ უპირველესად რუსეთშია დამკვიდრებული.
არშავინი იმასაც ამბობს, რომ არაა გამორიცხული, იგი სამუდამოდ ინგლისში დარჩეს საცხოვრებლად, რაც საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა მისი მხრიდან.
ასევე გეტყვით, რომ არშავინი ცოტა ხნის წინ, რუსეთში არც მეტი, არც ნაკლები – ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოში შეიყვანეს. ანდრეის ნახევრად შიშველი სხეულის მაგალითზე დახატულ სქემაში, მოცემულია ადამიანის ორგანიზმში არსებული ნივთიერებათა ცვლის პროცესი და სისხლის მიმოქცევა. ხოლო, თუ არშავინმა ევროპელების ქება ასეთი ტემპით გააგრძელა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში სასკოლო ბიოლოგიის წიგნში, არშავინის ადგილი სხვა – “ჭეშმარიტმა რუსმა” ფეხბურთელმა დაიკავოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102763