ფეხბურთი

12:45 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონი “ფიორენტინაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერსონი ფლორენციაში ჩაფრინდა და “ფიორენტინას” ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ “იების” ოფიციალური საიტი იუწყება.

ბრაზილიელი ფლორენციელთა რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს, ზაფხულში კი, “ფიორენტინას” მისი გამოსყიდვა 6.5 მილიონ ევროდ შეეძლება. საგულისხმოა, რომ თავად ფეხბურთელს იტალიელებთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება ახლავე სურდა.

ცნობისათვის, ანდერსონმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

 

თეგებიანდერსონი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099984