ფეხბურთი

13:36 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ მოიგო, არზიანი გორელიშვილს დაუპირისპირდა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “როსტოვმა”, რომელშიც ჯანო ანანიძე თამაშობს, ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის “ქაირათი” 3:1 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და “როსტოველთა” ვებგვერდის ინფორმაციით, აქტიურობდა, მაგრამ გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.

თურქთშივე ემზადება რუსეთის პირველი დივიზიონის ორნებურგის “გაზოვიკი”, სადაც ზურაბ არზიანი ირიცხება. ორენბურგელებმა მეორე დივიზიონის “ტოსნოსთან” ისპარინგეს, რომელშიც მიხაილ გორელიშვილი ისინჯება. შეგახსენებთ, რომ არზიანსა და გორელიშვილს ერთად გორის “დილაში” უთამაშიათ.

“ტოსნომ” 2:0 მოიგო და სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გორელიშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს. არზიანიც მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 79-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121527