ჯანო ანანიძის “როსტოვმა” ტესტ-მატჩი გამართა იორდანიის ეროვნულ ნაკრებთან და 3:2 მოიგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში 2:2 იყო. ანანიძემ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა: მეორე ბურთი უშუალოდ მისი კარგი პასის შემდეგ გავიდა.
არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ერედივიზიონში დერბი ვერ მოიგო: შინ 1:1 ითამაშა “ნაიმეგენთან”. ქართველები მინდორზე არ ყოფილან – ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო გახლდათ, გურამ კაშიას ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ხოლო გიორგი ჭანტურიას კუნთი სტკივა და რამდენიმე დღე (მაქსიმუმ ერთი კვირა) გაუცდება.
“ვიტესი” მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება “აიაქსს”. ჭანტურიაზე დღეს უკვე გვქონდა ინფორმაცია და ჯერ არაფერი შეცვლილა “ბოლონიაში” გადასვლასთან დაკავშირებით.
ზურაბ ხიზანიშვილის “ქაისერისფორმა” სტუმრად 0:3 წააგო “სივასფორთან”, რომელსაც რობერტო კარლოსი წვრთნის. ხიზანიშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, მისი გუნდი კი ბოლო ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიტესიც გავა ჩემპიონთა ლიგაზე მე მახსოვს რო 2 გუნდს ათამაშებენ ლიგაზე და ეგრეცაა თან ვნახოთ ლიგაზე ქართველები კაშო ყაზა და ჭანტურია უნდა წავიდეს ბოლონიაში.
ვიტესმა რომ ვერ მოიგო არაა გასაკვირი
ვიტესი ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა გავიდეს და კიდევ გატეხავს თამაშებს 
აქტიურობაც კი გვახარებს)
:დ ეგრეა რას იზამ
ხიზანიშვილმა თუ ითამაშა გასაკვირი მაშინ აღარ არის
ხიზანიშვილმა თუ 90 წუთი ითამაშA 0-3 წააგებდა მაგისი გუნდი აბა რა იქნებოდა
ვაკოც უნდა წავიდეს გუნდიდან,სასტროზე ლაპარაკი ზედმეტია 10-15 წუთსაც აღათ ათამაშებენ
) ცოდოა სკამე მგონი კარგი აგენტისსაშუალებით შეიძლბეა ვიტესზე არანაკრებ გუნდში გადასვლა