ყაზანში დასრულებულ პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული, ისრაელის წარმომადგენელი ბორის გელფანდი გახდა, რომელმაც ურთულეს შეჯიბრში შვიდ კონკურენტს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ინდოელ ვიშვანათჰან ანანდს შეერკინება, მომავალი დაპირისპირების საპრიზო ფონდი კი 420 ათასი ევრო იქნება.
გელფანდმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი მამედიაროვი 2.5:1.5 დაამარცხა, ნახევარფინალში ამერიკელ გატა კამსკის წინააღმდეგობა მხოლოდ ბლიცში “გატეხა” (კლასიკურ და სწრაფ ჭადრაკში ყაიმები აღინიშნა), ფინალში კი, რუს გრიშჩუკს კლასიკურ ჭადრაკში ბოლო, მე-6 პარტიაში აჯობა და 3.5:2.5 მოიგო.







