ალეკო ამისულაშვილს 200 მატჩი მოუგროვდა რუსულ პრემიერლიგაში. მე-200 ჩაატარა "ურალ"-"კრილიას" შეხვედრაში (1:1), რომლის 72-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს: მეტოქის ფეხბურთელი ისე ეუხეშა, კინაღამ ფეხი მოსტეხა.
"შინიკში" 18 მატჩი (1 გოლი), ნალჩიკის "სპარტაკში" 98 (10 გოლი), "კრასნოდარში" 57 (1 გოლი) და "კრილიაში" 27 (1 გოლი).
ცნობისთვის, ამისულაშვილი პირველი ქართველია, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატში 200 მატჩი ჩაუტარებია.