სამარას “კრილია სოვეტოვი”, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს, ჰონკონგში მიმდინარე ტურნირის “მთვარის თასის” ნახევარფინალში დამარცხდა.
რუსეთის პრემიერლიგის კლუბი “სიტიზენ კუენკა იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტებში სამარელმა ფეხბურთელებმა 3:4 წააგეს.
ამისულაშვილი სასტარტო შემადგნელობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-3 ადგილისთვის მატჩში “კრილის სოვეტოვი” “ტოკიოს” დაუპირისპირდება.