ფეხბურთი

16:49 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი ბაქოს “ინტერში” გადავიდა

ალეკო ამისულაშვილი ბაქოს “ინტერში” ვარჯიშობს – ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. ამისულაშვილი, როგორც იცით, ბოლოს რუსეთის “კრილიაში” თამაშობდა, ეს გუნდი გავარდა და კლუბთან ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი.

ამისულაშვილი ინტერვიუებში ხშირად ემადლიერება კახა ცხადაძეს, რომელიც “ინტერის” თავკაცი გახლავთ. 2005 წელს, როცა ალეკოს უკრაინაში კარიერა კარგად არ მისდიოდა, ცხადაძემ თბილისის “დინამოში” დააბრუნა და რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაეხმარა.

“ინტერს” ავსტრიის შეკრებაზე არ ახლავს ალექსანდრე იაშვილი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, გააგრძელებს თუ არა კარიერას.

0.113954