კალათბურთი

1:01 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა ლიტვას მე-3 მეოთხედში “გადაურბინეს”

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი აშშ-ს ეროვნული გუნდი გახდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. ამერიკელებს პრობლემა არც ლიტვასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში შექმნიათ და 96:68 იმარჯვეს.

პირველი ტაიმის შემდეგ, ბალტიისპირელები მხოლოდ 8 ქულით ჩამორჩებოდნენ, მე-3 მეოთხედში კი ამერიკელებმა მეტოქე 33:14 გაანადგურეს და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

გამარჯვებულთა მხრიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ირგინგი გახლდათ, ტომპსონმა და ჰარდენმა კი 16-16 ქულა მიითვალეს. ლიტველთა მხრიდან 15-15 ქულა ვალანჩიუნასს და კუზმინსკასს მოუგროვდათ, ამ უკანასკნელის აქტივში კი 9 მოხსნაც იყო.

ერთი საინტერესო დეტალიც. ლიტველებმა 42-დან 32 საჯარიმო ჩააგდეს, აშშ-მ კი 20-დან – 11.

დღეს, მე-2 ფინალისტის ვინაობა მადრიდში გაირკვევა, სადაც საფრანგეთის ნაკრები სერბეთს ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. ბარსელონა. ნახევარფინალი

აშშ – ლიტვა 96:68 (21:16, 22:19, 33:14, 20:19)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/1109/USA-Lithuania#tab=boxscore_statistics

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112065