“ბოლოს, ბაქოში 3 წლის წინ ჩამოვედი. მაშინ, ვეტერანი ფეხბურთელის ალეკპერ მამედოვის 80 წლისთავს აღნიშნავდნენ. ამჯერადაც აზერბაიჯანიდან მიწვევა სიამოვნებით მივიღე” – განუცხადა ალექსანდრე ჩივაძემ ინტერნეტგამოცემა apasport.az-ს.
ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, მურთაზ ხურცილავა და კახა ცხადაძე მიწვეული არიან, აზერბაიჯანელი და ევროპელი ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგურ მატჩზე, რომელიც 1 მაისს, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 90 წლისთავთან დაკავშირებით ბაქოში ჩატარდება.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ბაქოში მიწვევამ ძალიან გაახარა:
“ბაქოში ასეთი მატჩის ჩატარებამ ძალიან გამახარა. კარგია, რომ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მაქვს. გულწრფელად გეუბნებით, თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა ძალიან მახარებს. ბაქოში ბევრი მეგობარი მყავს და მათ ნახვას შევძლებ. საქართველოდან ჩემთან ერთად მურთაზ ხურცილავა და თენგიზ სულაქველიძე ჩამოვლენ. თუ რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეიქმნა, ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ”.
apasport.az-მა ჩივაძეს როდესაც აუწყა, რომ ევროპელი “ვარსკვლავების” შემადგენლობაში თამაში ჟან-პიერ პაპენთან, ბერნდ შუსტერთან და ბერტი ფოგთსთან ერთად მოუწევს, ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ფოგთსის თაობაზე იხუმრა:
“თუ ფოგთსი შემადგენლობაში მოხვდა, მაშინ ითამაშებს (იცინის). ძალიან კარგია, რომ ამ თამაშზე ასეთი ცნობილი ფეხბურთელებია არიან მიწვეული. მათი ერთად შეკრება და თამაშის ჩატარება მშვენიერი იდეაა”.