ფეხბურთი

23:00 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ტეიშეირა: “არ გაგვიმართლა”

 

თბილისის “დინამოსთან” მარცხის (0:1) შემდეგ დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ალექს ტეიშეირამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.

- ალექს, შეგვიძლია თბილისის “დინამო” შეკრებაზე უძლიერეს მოწინააღმდეგედ მივიჩნიოთ?

- არა. მეტოქემ მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, იმათგან ყველაზე  ძლიერია, ვისთანაც ავსტრიაში გვითამაშია.

- “შახტარამდე” თბილისელები კიევის “დინამოს” ეთამაშნენ. შემდეგ კიეველთა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა თქვა, ქართველებს მეტად ათლეტური გუნდი ჰყავთო. ასეა?

- დიახ. მათ დღესაც დაამტკიცეს, რომ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული.

-ეს იყო “შახტარის” მარცხის მიზეზი?

- არა-არა. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. მომენტებიც საკმაოდ შევქმენით. უბრალოდ, ცოტა არ გაგვიმართლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114101