ფეხბურთი

14:14 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ბალოტელი თავს “მილანის” მთავარ გმირად გრძნობს”

 

იტალიური “მილანის” დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ მარიო ბალოტელის მორიგი საქებარი სიტყვები მიუძღვნა: “მარიო დიდი ენთუზიაზმით თამაშობს და თავს “მილანის” მთავარ გმირად გრძნობს. ვფიქრობ, ახლო მომავალში ის კიდევ მოუმატებს, - უთხრა ალეგრიმ Football Italia-ს, - ბალოტელი ჩვენთან იანვარში გადმოვიდა და შესანიშნავ შედეგს აჩვენებს. ჯარიმების მისნაირი შემსრულებელიც სხვა არავინ გვყავს. და კიდევ, რამდენჯერმე მცველები მას ძალიან უხეშად ეთამაშნენ, თუმცა მარიოს ხმა არ ამოუღია”. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიში” თამაშისას, ბალოტელი სკანდალების ხშირი მონაწილე იყო. მილანში კი, ეტყობა დაწყნარდა.


 

0.115348