კახა ალადაშვილმა რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიასთან” კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ხაბაროვსკელთა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან საუბარში განცხადა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია ახალწვეულმა კლუბს ბედი რამდენი ხნით დაუკავშირა.
ამრიგად, 30 წლის მარჯვენაფლანგელი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც “სკა-ენერგიაში” ითამაშებს. ალადაშვილს გუნდში გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი დახვდნენ. აქამდე, მას რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჩყალის “ანჟის” შემადგენლობაში უთამაშია და 2009 წელს გუნდთან ერთად პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგად უხდიან ალბათ
გასაგებია ბრატ მაგრამ ქართულ ფეხბურთს როდის უნდა ეშველოს
ასეთ ფეხბურთელებს უნდა ვინარჩუნებდეთ . ან რა დარჩენიათ ამ უკრაინა რუსეთის მაჩანჩალა გუნდებში
საოცარი ლეგოინერები გვყავს
)))))))0
კი ძალზედ თან ზოგი 18 კაციან განაცხადში ვერ ხვდება და ა.შ
ბიჭებო თუ იცით აბურჯანია გორელიშვილი და კობახიძე კიდე დილაში არიან?
არა აღარ არიან
რავიცი რავიცი