თამაშგარე

11:20 | 31.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

აკვილანის ცოლს ინგლისი ცუდად ახსენდება

იტალიური ”მილანის” ფეხბურთელის - ალბერტო აკვილანის მეუღლე- მიკელა კვატროჩოკე იტალიელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ როდესაც ქმართან და შვილთან ერთად ლივერპულში ცხოვრობდა, ის პერიოდი მის ცხოვრებაში ძალიან ცუდი იყო, რადგან ინგლისმა მასზე განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

”ინგლისში ცხოვრების პერიოდი, როდესაც ალბერტო ”ლივერპულში” თამაშობდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ჩემმა ქმარმა ჩვეულად კარგად ვერ ითამაშა, ვერაფრით შევეგუეთ ცხოვრების ზედმეტად პრაგმატულ ბრიტანულ წესს და განსაკუთრებით საშინელ სამზარეულოს. როდესაც ინგლისში ვიყავით, თითქმის ყოველდღე იტალიაში დაბრუნებაზე ვფიქრობდი”, – ამბობს მიკელა.
მიკელა კვატროჩოკეს თქმით, იგი ამჟამად მილანში ცხოვრებით განსაკუთრებით ბედნიერია და დიდი სურვილი აქვს, რომ ალბერტო აკვილანიმ თავისი საფეხბურთო კარიერის ბოლო წლები სწორედ ლომბარდიულ კლუბში გაატაროს. ამას ისიც ემატება, რომ მიკელე კვატროჩოკემ მილანში ქალის თეთრეულის მცირე საწარმოო ხაზიც გახსნა და საკუთარი ფულიც გაუჩნდა. 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169666