ფეხბურთი

11:37 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკვილანი ახალ კონტრაქტზე არ ფიქრობს

ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ამის შესახებ 29 წლის იტალიელის აგენტმა ფრანკო ზავალიამ განუცხადა აპენინურ მედიას.

“ალბერტოს ფლორენციაში ყველაფერი აკმაყოფილებს. ჯერჯერობით, ჩემი კლიენტი “ფიორენტინასთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე არ ფიქრობს. აკვილანის “იებთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამ საკითხს განსახილველად დიდი დრო გვაქვს. ჯერჯერობით, ახალი კონტრაქტისგან თავს ვიკავებთ”, - განაცხადა შუახაზელის აგენტმა.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, აკვილანიმ ფლორენციელთა მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126381