ფეხბურთი

16:36 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკობიამ “Development Cup”-ისთვის შემადგენლობა განსაზღვრა

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ აკობიამ, მინსკის საერთაშორისო ტურნირ “Development Cup”-ზე წამსვლელთა ვინაობა დაასახელა.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მან არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:   

მეკარეები: ოთო გოშაძე (“საბურთალო”), გოგი კულუა (“დინამო” თბილისი).

მცველები: ვახტანგ კაპანაძე, ვასილ კაციტაძე (ორივე “დინამო” თბილისი), ნიკოლოზ კევლიშვილი, ირაკლი კამლაძე (ორივე “ლოკომოტივი”, თბილისი), ცოტნე ნადარაია (“საბურთალო”), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა).

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე “შუქურა”, ქობულეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი (ყველა “საბურთალო”), ნიკა ლაშხია (“ზესტაფონი”), გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი).

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (“ზესტაფონი”), გიორგი ჯობავა (“ოსერი”, საფრანგეთი), ერეკლე ლებანიძე (“ვიტ ჯორჯია”).

წელს “Development Cup”-ი მეათედ ტარდება და მასში მონაწილე 12 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა. ქართველი 17-წლამდელები B ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ირანისა და ყაზახეთის ნაკრებები ერგოთ, რომლებშიც აკობიას შეგირდებზე ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელები ირიცხებიან.  

A ჯგუფი: უკრაინა, ყირგიზეთი, ლიტვა.

B ჯგუფი: საქართველო, ირანი, ყაზახეთი.

C ჯგუფი: რუსეთი, ლატვია, თურქმენეთი.

D ჯგუფი: ფინეთი, ბელორუსი, მოლდოვა.

ტურნირი 19 იანვარს დაიწყება, ხოლო საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 20 იანვარს ყაზახებთან ჩაატარებს. 21 იანვარს აკობიას გუნდი ირანელებს დაუპირისპირდება. ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო ფინალი 26 იანვარს შედგება.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ტურნირზე დასასწრებად ოფიციალურად მიიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. ისინი მინსკში ტურნირის გახსნასა და 17-წლამდელთა პირველ თამაშს დაესწრებიან.

ფოტო gff.ge

0.115459