ფეხბურთი

14:23 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "აქტობედან" დამირეკეს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია"

ყაზახურმა საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აკაკი ხუბუტიას ყაზახურ "აქტობეში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. იწერება, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ხვალ ყაზახეთში ჩავა პირობებზე შესათანხმებლად და კონტრაქტსაც გააფორმებს, მაგრამ ასე არაა:

"მსოფლიო სპორტი" ხუბუტიას დაუკავშირდა და მისი კომენტარი ასეთია:

"დიახ, "აქტობედან" დამირეკეს და წინადადება მივიღე გადასვლაზე, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილი სულაც არაა. სხვა გუნდებიდანაც მაქვს შემოთავაზება, უბრალოდ, კლუბების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ. მალე გადაწყდება".

როგორც იცით, "აქტობე" თბილისის "დინამოს" მეტოქეა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ხუბუტია ამჟამად თავისუფალი აგენტია. მას "მორდოვიასთან" კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს დაუსრულდა.   

0.122143