ფეხბურთი

14:11 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: “ალბასეტეში ღირსეულად თამაში პრესტიჟის საქმეა”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ სარანსკის “მორდოვიას” ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ ალბასეტეში ესპანეთის ნაკრებთან ღირსეულად თამაში პრესტიჟის საქმეა.

“საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის. ამჟამად, ესპანეთს არა მხოლოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, არამედ, არსებობის ისტორიაში უძლიერესი. ამის მიუხედავად, პირველ შეხვედრაში ესპანელებს თანაბრად ვეთამაშეთ. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 86-ე წუთზე გავუშვით. ახლა კვლავ შევეცდებით მეტოქეს შევებრძოლოთ. დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ და საბრძოლო განწყობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის საგზურის მოპოვების შანსი დიდი ხანია დავკარგეთ, ნაკლებად თუ ვინმე იკამათებს, რომ ალბასეტეში ღირსეულად თამაში პრესტიჟის საქმეა” – თქვა ხუბუტიამ.

ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება 15 ოქტომბერს ალბასეტეში გაიმართება და 23 საათზე დაიწყება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115449