სხვა

13:29 | 2.10.2013 | ნანახია 618 - ჯერ

აღმოსავლეთევროპული ხელბურთის სემინარი რიგაში

2-3 ოქტომბერს, რიგაში, ლატვია, იმართება აღმოსავლეთი ევროპის ხელბურთის პირველი რეგიონული სემინარი.

მონაწილეობს 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი. საქართველოს სემინარზე წარმოადგენენ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. სემინარის მუშაობას უძღვებიან ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ბრიო (საფრანგეთი) და გენერალური მდივანი მიხაელ ვიდერერი (ავსტრია).

სემინარზე განიხილავენ ხელბურთის შემდგომ განვითარებას რეგიონში. იქნება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი: თბილისში სახელბურთო აკადემიის შექმნის პერსპექტივა; 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადება; 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევა.

კანდიდატი ორია – საქართველო და ხორვატია. რიგაში იმსჯელებენ ამ 10 ქვეყნისა და ზოგადად ევროპის სახელბურთო ფედერაციების ერთობლივი პოლიტიკის შესახებ არჩევნებზე, რომელიც გაიმართება 27 ოქტომბერს, დოჰაში, ყატარი.

 

ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:03 | 03.10.2013
mushni (93569)

ხოოო

11:03 | 03.10.2013
mushni (93569)

კიიი

11:02 | 03.10.2013
mushni (93569)

DDD

11:02 | 03.10.2013
mushni (93569)

რა სახე აქ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124702