ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, იმდენად ძალიან ჰგავს სამხრეთამერიკული სერიალის (ე.წ. საპნის ოპერას) სიუჟეტს, რომ შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ. თუმცა, როგორც ევროპული ბულვარული პრესა ირწმუნება, ამ ამბავში დაუჯერებელი და უცნაური არაფერია.
მოკლედ, აშშ-ში მოთამაშე ნიგერიელი თავდამსხმელის, ობაფემი მარტინსის ამჟამინდელი შეყვარებული, აბიგაილ ბარუა შესაძლებელია “მილანის” ფორვარდის, წარმოშობით განელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის ბიოლოგიური და იყოს.
საქმე ისაა, რომ აბიგაილიც მარიოს მსგავსად, იტალიურმა ოჯახმა იშვილა და გაზარდა. როდესაც მარიო მშობლებმა მიატოვეს, ზუსტად იმ დროს მაიტოვეს აბიგაილიც და და-ძმის გზა-კვალი ამის შემდეგ გაიყო. აბიგაილის იტალიელი მშობლები კი ამბობენ, რომ აბიგაილს ძმაც ჰყავდა, რომელსაც მარიო ერქვა და რომელიც ბალოტელების ოჯახმა იშვილა.
ობაფემი მარტინსი და აბიგაილ ბარუა ერთმანეთს უკვე ერთი წელია, რაც ხვდებიან და მათ შორის სასიყვარულო რომანი თანდათან სერიოზულ სახეს იღებს. ობაფემის სატრფო თურმე საკმაოდ კარგად მღერის და რამდენჯერმე თამამ ფოტოსესიებსაც მოუსინჯა კბილი.







