ჭადრაკი

14:03 | 19.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკელებს შანსი არ დაუტოვეს

მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა რეიტინგით გაცილებით დაბლა მდგარ სამხრეთ აფრიკის გუნდს შანსი არ დაუტოვა და 4:0 გაანადგურა. წარმატებას ლელა ჯავახიშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ხურციძემა და სალომე მელიამ მიაღწიეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები სომხეთის გუნდთან ერთად გალიდერდა.
სომხებმა ასევე ”მშრალზე” ბერძნები დაამარცხეს, ჩინეთმა და რუსეთმა შედარებით მძიმე ”ბრძოლაში” იმარჯვეს, საწყისი ტურის ერთადერთი ყაიმი კი ინდოეთისა და უკრაინის დაპირისპირებაში დაფიქსირდა. მსოფლიოს ჩემპიონატი 9 ტურად ტარდება და 27 დეკემბერს დასრულდება, დღეს გასამართ მე-2 ტურში კი ქართველი მოჭადრაკეები სომხებს გაეჯიბრებიან.

 

2011 წლის მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. მარდინი (თურქეთი). პირველი ტური
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 0:4

სესილ ვან დერ მერვე (2057) – ლელა ჯავახიშვილი (2475) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (2497) – ანზელ სოლომონსი (1926) 1:0
დენის ფრიკი (1916) – ნინო ხურციძე (2440) 0:1
სალომე მელია (2392) – ლორენ ვან ნიეკერკი (1607) 1:0

 

ინდოეთი – უკრაინა 2:2
თურქეთი – ჩინეთი 1.5:2.5
სომხეთი – საბერძნეთი 4:0
ვიეტნამი – რუსეთი 1.5:2.5

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091883