აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მებრძოლი სამეული დაასახელა. 2013 წლის საუკეთესო მოთამაშე იაია ტურეს, დიდიე დროგბასა და ჯონ ობი მიკელს შორის გამოვლინდება.
“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე გასული 2 გათამაშების გამარჯვებულია. დიდიე დროგბას ეს ჯილდო 2006 და 2009 წლებში მოუგია, ხოლო გასულ წელს კოტ დ’ივუარელი შემტევი მე-2 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება “ჩელსის” ნიგერიელ ნახევარმცველს, ჯონ ობი მიკელს, ის სამეულში პირველად მოხვდა.
აფრიკის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 9 იანვარს გამოვლინდება.