ფეხბურთი

11:39 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

აფელაისთვის წელი დასრულდა

“ბარსელონას” ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი ტრავმირებულია და მინდორზე გასვლას სავარაუდოდ მომავალ წლამდე ვერ შეძლებს. ესპანური პრესის ცნობით, ჰოლანდიელ ფეხბურთელს ფეხის კუნთი გაუწყდა და ოპერაცია ესაჭიროება, სარეაბილიტაციო პერიოდი კი ექიმების წინასწარი პროგნოზით, დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, აფელაი კატალონიურ კლუბში 2011 წელს გადავიდა, 2012/13 წლების სეზონი კი იჯარით “შალკეში” გაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113875