იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მუშაობის გაგრძელებას პარიზულ გრანდ პსჟ-ში გეგმავს.
მიუხედავად ამისა, Football Italia-ს ცნობით, გალიანის კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთან მაინც მოუწევს შეხვედრა. ყველაფერი სწორედ ბერლუსკონის გოგოს, ბარბარას გამონათქვამებიდან დაიწყო, რომელმაც გუნდის წარუმატებლობაში სწორედ გალიანის დასდო ბრალი და ამის შემდეგ გაჩნდა ხმები მისი პარიზულ კლუბში გადასვლის შესახებ.
“სილვიო ბერლუსკონი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი პრეზიდენტი იქნება. პსჟ-ში, ან თუნდაც სხვა რომელიმე ევროპულ კლუბში ჩემი გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ფეხბურთში საერთოდ დავრჩი, მაშინ მხოლოდ “მილანში” ვიმუშავებ. მე და ბერლუსკონი აგერ უკვე 34 წელია ვთანამშრომლობთ” - განაცხადა გალიანიმ.
მიუხედავად ამისა, Sky Sport Italia ირწმუნება, გალიანი პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამ ვარაუდის დასტურად ჟურნალისტს თავად გალიანის სიტყვები მოყავს, რომლის მიხედვითაც ის კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ “მილანის” შემდეგ სხვა კლუბში არ იმუშავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ალეგრი მოაშორონ...დიეგო სიმეონე მოიყვანონ
ბარბარას კურო ყავს ალბათ და მისი გაჩითვა უნდა პოსტზე. ამ კაცს ფული როდესაც მისცენ კი დადო 2 ლიგა ფინალი სერია ა და კიდევ რავიცი რა. უმადური ბარბარა ფისო ეფხანება მაგას ახლა
2 ლიგა ალბათ შენ რაც გახსოვს ჯიგარო თორე გალიანის მენეჯერობისას მილანმა 5 ჯერ ლიგა მოიგო და 8 ლიგის ფინალი ითამაშა და ასევე 6-ჯერ ოქროს ბურთიც მოიგეს მაგ პერიოდში მილანის ფეხბურთელებმა...
არადა ჩემპიონობას უმიზნებდა ალეგრი პFF
ბარბარა თუ დანიშნა მერე მოგეტ*ვნება გამზდელი
ძლიერი მენეჯერი კია მაგრამ რას დაამსგავსა კლუბი რატო ვერ ხედავთ კაი კაკა,ბალოტელი და ვინც გინდა მიიყვანოს აზრი? გუნდი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს სელტიკმა გადაახია თავზე ბურთი სანსიროზე და სერია ა ში ტრ**ში არიან
გალაინიარის უძლიერესი მენეჯერი ამის გაშვება დიდი შეცდომა იქნება...მისცენ ფული მერე ნახავენ რა შეუძლია ბებერ მელას
)
სილვიო ბერლუსკონი ყველა დროის ყველაზე ტიტულვანი პრეზიდენტი და ადრიანო გალიანი ყველა დროის ყველაზე ძლიერი მენეჯერი...ფაქტია...
გალიანის გაშვება ჩემი აზრით უდიდესი შეცდომა იქნება, მინიმუმ 5 წელი კიდე შეუძლია ამ კაცს მილანს დახმარება გაუწიოს...
ბარბარამ არასწორ ტრანსფერებში ფულის ხარჯვა დაასახელა მიზეზად მაგრამ ეგ არასწორია,მარტო ბალოტელი იყიდეს და დანარჩენები უფასოდ მოიყვანეს უმრავლესობა და გინდაც ჰონდა რომ მოყავთ 15 მილიონი მაინც ხო ღირდა იგივე მონტოლივო,ამ კაცს მარტო იმას თუ შეედავები გაყიდული ფეხბურთელებიდან მიღებული თანხა მთლიანად ვალებს დაჭირდა თუ ჯიბეშიც ჩაიდეს ნაწილი
მატრიზე აქვს ყველას გართულება. არ ღირდა მატრიში 11 მილიონის გადახდა, როცა შეიძლებოდა ერიქსენი ან იგივე სტროოტმანი მოეყვანათ.
ნუ მატრიში 11 მილიონი ბევრია მაგრამ სად მატრის პოზიცია და სად სტროოტმან-ერიკსენის? გუნდს ცენტრ ფორვარდი აღარ ყავდა და ამიტო აუცილებლობას მოითხოვდა ფორვარდის მოყვანა. რომ არა ტრავმები მატრის არც იყიდდა გალიანი ბალოტელი და პაცინი როცა გყავს თავისთავად აღარ არის საჭირო მატრი...