კომპანია “ადიდასმა” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის ოფიციალური ბურთი brazuca Final Rio წარადგინა.
ის იმ ბურთის განახლებული ვერსიაა, რომლითაც ფინალამდე ტურნირის დანარჩენ მატჩებში გუნდები ითამაშებენ. დიზაინის საფუძველი ოქროსფერი და მწვანე ფერები გახდა. სწორედ ამ ფერებში გადაწყვეტილი ფიფას მსოფლიო თასი.









