“მილანის” მეკარის, კრისტიან აბიატის თქმით, მასიმილიანო ალეგრიმ თავისი მუშაობით დაამტკიცა, რომ ღირსია გუნდში კვალავაც იმუშავოს. შეგახსენებთ, რომ “მილანის” ხელმძღვანელობამ მწვრთნელს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.. “ბედნიერი ვარ, რომ ალეგრი ჩვენთან დაჩა. ჩვენ ერთად 3 ჩინებული სეზონი გავატარეთ. ჯერ ჩემპიონები გავხდით, შემდეგ მეორე და მესამე ადგილები დავიკავეთ – ამბობს აბიატი, - ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. რთული დროებაც გვედგა, ჩვენ ხომ თაობათა ცვლის პერიოდი გამოვიარეთ. მწვრთნელის ამოცანა ახალი გუნდის აშენება იყო და მან ეს მშვენივრად მოახერხა. მომავალშიც დავიხვეწებით, კლუბში აქცენტი ახალგაზრდა ფებურთელებზე აიღეს და ვფიქრობ, ეს მართებულია.”