ლიეჟის საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში ქართველი 16-წლამდელები ბოლო მეოთხედამდე უგებდნენ მასპინძელ ბელგიელებს, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში ვეღარ იყოჩაღეს და 6 ქულით – 61:67 დამარცხდნენ.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ქართველმა კალათბურთელებმა პირველი პერიოდი 19:13 მოიგეს. ჩვენს გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმირებულები – გიგი გოგობერიშვილი, გიორგი ცირეკიძე, ბილი ალიევი და ზურა კერესელიძე, თუმცა ამ ბოლო ორმა მცირე ხნით ითამაშა.
საქართველოს ნაკრებში 2 მოთამაშე გამოირჩეოდა – ლევან გოგალაძე და ვილი ისიანი. ამ უკანასკნელმა 12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, თუმცა ისიანმა ბევრი სროლა ააცილა: 10-დან მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო.
ბელგია ტურნირის სხვა მონაწილეთაგან განსხვავებით A დივიზიონის წევრია და შესაბამისად, ძლიერ გუნდად ითვლება. მეორე პერიოდში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა დიდი შესვენებისთვის ქართველები მაინც ინარჩუნებდნენ ლიდერობას – 37:35.
მესამე პერიოდში კაზანჯიანის გუნდმა 17:12 იმარჯვა და ბოლო ათწუთეულის წინ 7 ქულით დაწინაურდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს, რაშიც, რა გასაკვირია და, ნაწილობრივ ბელგიელი მსაჯები დაეხმარნენ.
უკანასკნელ პერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა გოგალაძემ, რაც დიდი დანაკლისი იყო. საქართველომ პერიოდი 7:20 დათმო და ამასთან ერთად შეხვედაც წააგო.
2 აგვისტოს ქართველი 16-წლამდელები შვეიცარიას შეხვდებიან.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. ბელგია. ლიეჟი. 1 აგვისტო
ბელგია – საქართველო 67:61 (13:19, 22:18, 12:17, 20:7)
საქართველო: გოგალაძე (14 ქ, 6 მ), გოგობერიშვილი (6), ლომიძე, (9), გიორგაძე (4 ქ, 11 მ), ისიანი (12 ქ, 15 მ, 6 დ); ალიევი, კერესელიძე (3), ცქიფურიშვილი (2), თვალაბეიშვილი (2), ცირეკიძე (5), სხირტლაძე (2), აფხაზავა (2).
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაია ბიჭებო ასე გააგრძელეთ
მწვრთნელებითვის კი ვიტყვი,პროცესი როგორც ჩანის სწორი მიმართულებითმიგყავთ დაძალიან გასახარია,სადაც ნორმალური მიდგომა არის საქმის მიმართ დასწორი მუშაობა მიდის შედეგიც უმალვე ჩნდება არ მოდუნდეთ დაგახსოვდეთ (და ალბათ ჩემგან არც გჭირდებათ შეხსენება)საქმის 99.9პროცენტს განსაზღვრავს შედეგი,გისურვებთკიდევ უფრო მეტ წარმატებებს,გაიხარეთ თქვენ და გაგვახარეთ ჩვენ!!!!
ეს უკვე კარგია რომ წინასწარი შეხვედრები ევროპის ჩემპიონატამდე 16 წლამდელებმა დადებითი ბალანსით დაამთავრეს,ჩანს რომ გუნდი შეთამაშებულია და შედეგიც სახეზეა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
78-75 გილოცავთთ
პორტუგალიაც მიაყოლეს, ვულოცავტ ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს
ვინ რა ქნა ხო არ იცი
ეს GBF.GE რა იდიოტობაა,შვეიცარიასთან თამშზე ნახევარი სტატია უდევთ
)))))))))))))))
მოიგეს წუხელ 91-62 გილოცავთთ
darispani
მარტო ჩაჩხიანზე არააა აქ ლაპარაკი კიდე ბევრიი ბავშვი დარჩა ნაკრებს მიღმა (გაფართოებულზე ვამბობ)
ღმერთმაც ქნას რომ ევროპაზეე კაი შედეგიი დავდოთ და იმედიაა Bიცჰებიი 18_ივით და 20_ებივით არ ითამაშებენ მაგრამ შენ 16_ების გაფართოებულიი არ გინახავს ალბათ ვინებიი იყვნენ და იქ ჩაჩხიანსაც რო ევარჯიშა არაფერი არ დაშავდებოდა
ჩვენს სუპერლიგასი ფავორიტ გუნდებს ბევრი იოლი მატჩი ქონდათ. კეცელიდისს წესად ჰქონდა ერთი მოთამაშე ასაკობრივიდან ყოლოდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი, რომ იყო, როცა იგებდნენ20-30 ქულას ახალბედა შემოეყვანა. მარტო ჩაჩხიანი კი არა სხვებიც იყვნენ გამოყვანილნი. იყო თუ არა ღირსი ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ჯერჯერობით ნაკრები სხვა ასაკობრივისგან განსხვავებით შედეგს აჩვენებს
darispani
ჩაჩხიანი რო ვერ თამაშობდეს სუპერლიგაში არავინ არ დაუძახებდა , ასეთ პატარა ასაკში მითუმეტეს და ჩემი აზრით გიორგიი ნაკრებსაც იმსახურებდა
მეც გამახსენდა. ათამაშეს და არ უნდა ექნათ. ბიჭი აშკარად მზად არ იყო
სუპერლიგაში ითამაშა ერთი ორჯერ და მაგიტომ დამაინტერესა
თამაში მაგის არ მინახავს და სტატისტიკა ძალიან უფერული აქვს. ნაკრები სხვა რამეა. რაღაც კოზირები ხომ უნდა ჰქონდეს ბიჭს? თუ ქულებს ვერ აკეთებს, პასები გააკეთოს. პასსაც ვერ აკეთებს? მაშინ იქნებ ჩაჭრები ან მოხსნები აქვს? აუჰჰ ესეც არ ჰქონია. აბა რა აქვს და რატომ არის მისი ადგილი ნაკრებში?
სტატისტიკით არ უნდა აყავდეთ darispani გუნდში
)
sadista
ალბათ ასეთი ცუდი სტატისტიკის გამო
0?'>http://u-16.ge/player.php?id=2895':'>http://u-16.ge/player.php?id=2895'))
ჩაჩხიანი რატომ არაა ნაკრებში ვინმემ ხომ არ იცით?
არაუშავს ბიჭებო !