რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის ტიხვინის “ტოსნოს” მეკარემ ნუკრი რევიშვილმა ინტერნეტპორტალ sportsdaily.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია.
- ახალი წლის დღესასწაული როგორ გაატარეთ?
- საუცხოოდ. თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდება, მაშინვე სამშობლოში მივდივარ. მითუმეტეს, შვებულების დროს. სხვაგან არსად წასვლა არ მიცდია, რადგან სახლშიც კარგად დავისვენე. პოზიტიური ემოციები მივიღე.
- ალბათ, დრო არ გეყოთ და შვებულების გაგრძელება გსურდათ?
- სიმართლე გითხრათ ფეხბურთი მომენატრა. ჩემთვის ერთი თვე დასვენება საკმარისია.
- გუნდში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია როგორ აღიქვით – ახალი სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების მოსვლა?
- პრესა ერთს წერს, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს. პირველი შეკრების წინ გუნდი შეიკრიბება და ვისაუბრებთ, რის შემდეგ ნათელი გახდება კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს რა სურს.
- ალექსანდრ გრიგორიანის ხელმძღვანელობით “ლუჩ-ენერგიას” მიერ ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვით?
- “ლუჩთან” ჩატარებულ პირველ მატჩში, როდესაც 1:4 წავაგეთ და მეორეშიც, რომელიც 2:1 მოვიგეთ, მეტოქეზე ცუდად ვითამაშეთ. “ლუჩი” უკეთ გამოიყურებოდა. პრინციპში, ჩემთვის გასაგებია გრიგორიანს რა სურს და მისი სამწვრთნელო ფილოსოფია. იმედია, რომ მისი ხელმძღვანელობით “ტოსნო” ასევე კარგად ითამაშებს.
- თუმცა, გრიგორიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ სერგეი ნარუბინის “ტოსნოში” მოსვლა ლეგიონერების ლიმიტს უკავშირდება, ხოლო თქვენ ლეგიონერი ხართ...
- ვნახოთ, სეზონის განმავლობაში რა იქნება.
- სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის არ გეშინიათ?
- რუსეთში 10 წელია ვთამაშობ და ლეგიონერებზე ლიმიტი ჩემზე ყოველთვის ვრცელდებოდა. ამიტომ, მიჩვეული ვარ და ჩემთვის ეს სიახლე არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
21 მაჩში 26 გოლს გაშვება მაინცდამაინც საამაყო სტატისტიკა არ უნდა იყოს, სწორედ ამიტომ მოუყვანეს კონკყრენტი.
კაი რა ეს მაგარი სტაბილური მეკარე და ლორია ხანდახან ისეთ უაზრო ბურტებს უშვებს ჭ კლასის მეკარეს რო არ ეკადრება
ნუ ეხლა რუსეთის II ლიგა რო ჯობია საბერძნეთის ჩემპიონატს მაგაზე2 აზრი არაა. თან ეხლა დიდი ამბავი თუ არ ჩამოვიდა ნაკრებში რევიშვილი.
კაცი ხედავს რო ლორიას ჯობია და მაინც იმას აყენებენ და ლიგას რა მნიშვნელობა აქ სადაც თამაშობს.
ბრატ ლორიას რო ბურთები აქ ნაყლაპი ისე უნდა გინდ საქართველოს ჩემპიონატში გინდ ევროასპარეზზე და მაგ ირონია აქ არ გამოდგება რევიშვილი რუსეთის 1 ლიგაში თუ თამაშობს და ლორია ეს ეს არის რაც გადავიდა საბერძნეთში . პ.ს ლორიას ნაკრებშიც აქ ნაყლაპი
რაც გიწერია ეგ ყველაფერი კარად ვიცი. თავის დროზე მეც მერჩივნა ლორიას რევიშვილი მარა რაც მან ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი თქვა წარმოდგენა შემეცვალა
გერმანიასთან ლორია რევიშვილი ლომაია კვასხვაძე
მეკარეების მხრივ პრობლემა ნაკრებში დიდი ხანია მოხსნილია, ნეტა მთელი გუნდი მეკარეებივით საიმედოდ თამაშობდეს
ცარმატებები
კიდევ ერთი ქუთაისელი ლომი. ქეცბა მაგარი ნაგავი კაცია ამის თავს რო ლორია ამჯობინა. არადა ეს ბევრად ჯობია
კარგი ეხლა ლორია და ეს ერთია ორივე ყლაპავს დები-ლურ ბურთებს
სადმე დააღალატა მერე ლორიას თავირო ამჯობინა ამას. პირიქით იფრინა როჟამ ისე ითამაშა ყველა თამაშში ვერ ვამუგამებ რითი ჯობია ეს ლორიას კი ძან კაი მეკარეა მაგრამ ლორიას არ ჯობია
და რევიშვილი რომელ თამაშში შეცდა ერთი ეგ მითხარი ... და რა კომპონენტში ჯობია ლორია ამას ეგეც მითხარი მაშინ
warmatebebi...