თამაშგარე

11:50 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოფია ვერგარა წლებს ებრძვის და ფეხბურთს ეტრფის

ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, სადაც ევროპულ ფეხბურთს ნაკლებად სწყალობენ და ალბათ სწორედ ამიტომ იყო უცნაური და გასაკვირი ის, რომ ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა, სოფია ვერგარამ განაცხადა, რომ ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი ქომაგია და კოლუმბიის ნაკრებს გულშემატკივრობს.

სოფია წარმოშობით კოლუმბიელია და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაშია გაზრდილი, მისი თქმით არ ღალატობს ოჯახურ ტრადიციას და ფეხბურთი მისი საყვარელი სპორტის სახეობაა. უფრო მეტიც – მოდელი და მსახიობი ამბობს, რომ 1994 წელს, როდესაც მუნდიალი შეერთებულ შტატებში გაიმართა, სულ პატარა გოგო იყო, მაგრამ მუნდიალზე 6 თამაშს დაესწრო და თითქმის ყველა შეხვედრა ახსოვს.

სოფია ვერგარა ამჟამად 42 წლისაა მოყრილი, მაგრამ კაცს ენა ვერ მოუბრუნდება, რომ ამ შხვართივით ქალბატონს ასაკზე რამე გადაკრული და სულის დამკაწვრელი უთხრას. თვითონ სოფია ვერგარა კი ამბობს, რომ გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და უნდა, რომ 60 წლამდე აქტიური მსახიობი იყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091356