ჩოგბურთი

21:01 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი კარლოვიჩთან დამარცხდა

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩი ყატარის ქალაქ დოჰას Qatar ExxonMobil Open-ის ნახევარფინალში ვერ გავიდა. “ნოლეს” ხორვატმა ივო კარლოვიჩმა 6:7, 7:6, 6:4 მოუგო. შეგახსენებთ, გუშინ კარლოვიჩმა ნიკოლოზ ბასილაშვილს სძლია.

სერბულ-ხორვატულმა დაპირისპირებამ 2 საათსა და 15 წუთს გასტანა. კარლოვიჩმა 21 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში პირველად მოუგო ჯოკოვიჩს. წინა 2 შეხვედრაში ნოვაკი ივოს ამარცხებდა.

ნახევარფინალში კარლოვიჩი ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება. მეოთხედფინალში ვალენსიელმა გერმანელ დასტინ ბრაუნს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057583