კალათბურთი

17:04 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილი “ბათუმში” ჩაირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი სუპერლიგის მონაწილე “ბათუმში” ჩაირიცხა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბერიშვილმა 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონი სლოვენიის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ლაშკოს “ზლატოროგში” დაიწყო. პირველი წრის დასრულების შემდეგ, ურთიერთშეთანხმებით ბერიშვილსა და “ზლატოროგის” გზები გაიყარა. ქართველმა კალათბურთელმა სლოვენიის ეროვნულ ჩემპიონატში 10 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მაჩვენებელი კი ასეთი იყო: 15,9 წუთი, 5,3 ქულა, 2,3 მოხსნა, 1,0 პასი, 0,6 ჩაჭრა და 0,2 დაფარება.

0.115169