რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ვლადიკავკაზის “ალანიას” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში, მოსკოვის “დინამოსთან” გამართული მატჩის მიწურულს, ჭანტურია მეტოქის პროვოკაციას წამოეგო, რასაც ჩხუბი და მოედნიდან 4 ფეხბურთელის (2-2 თითო გუნდიდან) გაძევება მოჰყვა.
სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრი სასჯელი ჭანტურიას გამოუტანა. 20 წლის ფეხბურთელი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. “დინამოს” ფეხბურთელს, ალექსანდრ კოკორინს, რომლის უხეშობასაც არეულობა მოჰყვა, ფეხბურთის თამაში 7 მატჩის განმავლობაში აუკრძალეს. 4-4 თამაშით დაისაჯნენ “ალანიას” მხრიდან ნეკო და “დინამოს” მხრიდან ჯუჯაკი.
“ალანიას” პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაზაევის განცხადებით, გუნდი ნეკოს დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს, ხოლო ჭანტურიას სასჯელს – არა.
შეგახსენებთ, რომ ჭანტურია “ალანიაში” არენდის წესით თამაშობს. გიორგიმ, ვლადიკავკაზელთა შემადგენლობაში, 6-ჯერ ითამაშა, ქედან 4-ჯერ ძირითად შემადგენლობაში.