ფეხბურთი

13:14 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეჟიდიო კანკავას თანაგუნდელი გახდება

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, დნეპრიპეტროვსკის “დნეპრი”, სადაც ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ასპარეზობს, “კრუზეიროს” ეჟიდიოს ტრანსფერზე შეუთანხმდა.

უკრაინელებმა ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი 2 მილიონ ევროს სანაცვლოდ განახორციელეს. ეჟიდიო “დნიპროსთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

28 წლის ფეხბურთელი “დნიპროს” შემადგენლობაში ივან სტრინიჩის შემცვლელად მიიწვიეს. ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველმა სათამაშოდ იტალიურ “ნაპოლის” მიაშურა.

ბრაზილიის 2014 წლის ეროვნულ ჩემპიონატი “კრუზეირომ” მოიგო, ეჟიდიომ კი გასულ წელს საკლუბო დონეზე 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბრაზილიის გასულ ჩემპიონატში 28 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა.

0.116929