ფეხბურთი

2:42 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელთა მინიმალური მოგებები

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან ცენტრალური “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება იყო, მაგრამ კიდევ ერთი მადრიდული გუნდის თამაშმა, საბოლოოდ, არანაკლები ინტერესი გამოიწვია. “რეალმა”, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია, ჯგუფის აუტსაიდერი “ლუდოგორეცი” გაჭირვებით დაამარცხა და საინტერესოა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს 3 ქულის აღებაში არბიტრის დახმარებაც კი დასჭირდა.

“რეალი”, მთელი თამაშის განმავლობაში, ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ წინ წასვლას არც მასპინძლები ერიდებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ სახიფათო შეტევას კუთხური მოჰყვა, რომლითაც “ლუდოგორეცმა” იხეირა და ანგარიში გახსნა.

“რეალს” გათანაბრების კარგი შანსი მალევე მიეცა. ჩიჩარიტო მეტოქის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც რონალდუს მეკარემ აუღო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-3 პენალტი ვერ გამოიყენა. ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ ტიერი ანრისა (5) და რუდ ვან ნისტელროის (4) აქვთ.

გავიდა 14 წუთი და რონალდუმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მაინც გაიტანა. 25-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში თავად პორტუგალიელი წაიქცა და მართალია, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ არბიტრმა პენალტის დანიშვნა მაინც გადაწყვიტა. ცნობისთვის, “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი გაუტანია, მაგრამ მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ მადრიდული გუნდის სასარგებლოდ ერთ მატჩში 2 პენალტი დაინიშნა.

რონალდუმ მე-2 ცდა გამოიყენა და პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-9 გასვლით თამაშში გაიტანა. გარდა ამისა, რონალდუს, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი უკვე 19 ქალაქში აქვს გატანილი. ის, ამ მაჩვენებლით, რაულს გაუთანაბრდა და მხოლოდ მესის (21 ქალაქი) ჩამორჩება.

მსაჯის შეცდომა რადგან ვახსენეთ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “ლუდოგორეცის” კარში თერთმეტმეტრიანის გამოგონებამდე მცირე ხნით ადრე, არბიტრმა რონალდუს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი გაუუქმა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, “რეალმა” არაერთი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მადრიდელები გამარჯვების მომტანი დარტყმის შესრულებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ანჩელოტის გუნდს 3 ქულა ქარიმ ბენზემამ მოუტანა, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. თამაშში ჩართვიდან 10 წუთში, ფრანგმა თავდამსხმელმა მარსელოს ფლანგური გადაცემა გამოიყენა და ერთი შეხებით გაიტანა. ბენზემამ, ჩემპიონთა ლიგაზე, 38-ე გოლი გაიტანა. ამისთვის მას 66 თამაშის ჩატარება დასჭირდა. ამ ტურნირზე 38 გოლი უფრო ცოტა თამაშში მხოლოდ ვან ნისტელროისა (45 თამაში) და მესის (59) გაუტანიათ. ბენზემა, ამ მხრივ, ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს, რაულსა და კრიშტიანუ რონალდუს ჯობნის.

ბენზემას ზუსტი დარტყმის წყალობით, 2004 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი პირველმა გაუშვა, მაგრამ მაინც მოიგო.

იმავე ჯგუფში, კვლავ ცუდად ითამაშა “ლივერპულმა”. თუ პირველ ტურში მერსისაიდელებმა მაინც მოიგეს, ამჯერად, ისინი უქულოდ დარჩნენ. ბაზელში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა, როდესაც შტრელერმა კუთხურს ზუსტი დარტყმა მოაყოლა. ცნობისთვის, “ბაზელს”, ინგლისურ გუნდებთან გამართულ 6 თამაშში წაგება არ აქვს, უკანასკნელი 4 მატჩი კი შვეიცარელთა გამარჯვებით დასრულდა.

“რეალის” მსგავსად, მინიმალური სხვაობით მოიგო მე-2 მადრიდულმა გუნდმა, “ატლეტიკომაც”, რომელიც დღის ცენტრალურ მატჩში “იუვენტუსს” მასპინძლობდა. ტურინელებს, არათუ სეზონის ყველა თამაში მოგებული ჰქონდათ, მათ კარში ჯერ გოლიც არ იყო გასული. მადრიდში ორივე ეს სერია შეწყდა.

დაძაბული და არცთუ სანახაობრივი თამაშის ბედი 75-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ხუანფრანმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, მანჯუკიჩმა ბურთს მიმართულება თავით შეუცვალა და არდა თურანმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

“ატლეტიკოსა” და “იუვენტუსის” თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ თამაშის წესები 49-ჯერ დაირღვა. ასეთი რამ, ჩემპიონთა ლიგაზე, 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა. 5 წლის წინათ გამართული მატჩის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ “იუვენტუსი” იყო, რომელიც “ჩელსის” ეთამაშებოდა.

“ატლეტიკო” 2006 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც “იუვენტუსს”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, კარში ზუსტად დარტყმის საშუალება არ მისცა. 8 წლის წინათ, იგივე შედეგი “არსენალს” ჰქონდა.

ჯგუფის მე-2 თამაში, რომელშიც “მალმიო” “ოლიმპიაკოსს” მასპინძლობდა, სტუმართა დიდი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მარკუს როზენბერგის დუბლმა 3 ქულა შვედურ გუნდს მოუტანა. ეს ნიშნავს, რომ A ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ, ყველა გუნდს 3-3 ქულა აქვს.

იოლად მოიგეს D ჯგუფის ფავორიტებმა, “არსენალმა” და “დორტმუნდმა”. ლონდონურმა გუნდმა, თამაშის 10 კაცით დასრულების მიუხედავად, “გალათასარაი” 4:1 გაანადგურა. არსენ ვენგერის გუნდს, მე-60 წუთზე, მეკარე გაუგდეს და თერთმეტმეტრიანი დაუნიშნეს, რომელიც ბურაქ ილმაზმა გამოიყენა. თუმცა, ამ დროისთვის, “მეთოფეები” უკვე 4:0 იგებდნენ. თავი “არსენალის” ახალწვეულებმა, დანი უელბეკმა და ალექსის სანჩესმა გამოიჩინეს. ინგლისელმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო ჩილელმა ერთი გოლი იკმარა.

მე-2 თამაშიც მშრალად მოიგო “დორტმუნდმა”. იურგენ კლოპის გუნდი “ანდერლეხტს” ეწვია. ბელგიაში გამართულ მატჩში ანგარიში ჩირო იმობილემ მე-3 წუთზე გახსნა, ხოლო მე-2 ტაიმში, შეცვლაზე შესულმა ადრიან რამოსმა დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ გუშინდლამდე, არცერთ კოლმბიელ ფეხბურთელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ერთ გოლზე მეტი გატანილი არ ჰქონდა. ბოლო ორ დღეში კი, 2 კოლუმბიური დუბლი ვიხილეთ. რამოსამდე თავის 2-ჯერ გამოჩენა “პორტუს” შემტევმა, ჯექსონ მარტინესმა მოახერხა.

დღის პირველ მატჩში ერთმანეთს C ჯგუფის ლიდერები, “ზენიტი” და “მონაკო” დაუპირისპირდნენ. რუსეთში გამართული უინტერესო თამაში უგოლოდ დასრულდა.

ჯგუფის მე-2 თამაშში “ლევერკუზენმა” “ბენფიკა” იოლად დაამარცხა. გერმანელებმა ცუდ ფორმაში მყოფ პორტუგალიელებს პირველ ტაიმში 2:0 მოუგეს, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს.

A ჯგუფი

მალმიო-ოლიმპიაკოსი 2:0 (1:0)

მალმიო, “შვედბანკი”

მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, იოჰანსონი, ჰელანდერი, რიკარდინიო, ტელინი, ადუ, ჰალსტი, ფორსბერგი (რაკიპი 90+2), როზენბერგი, ერიკსონი (სიბიცკი 75).

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.

ოლიმპიაკოსი (4-3-3): ხიმენესი, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, ნდინგა (დომინგესი 57), მილივოიევიჩი, მანიატისი, კასამი (დურმაზი 69), მიტროღლუ, აფელაი (დიამანტაკოსი 79).

მწვრთნელი: მიჩელი.

გოლები: 1:0 როზენბერგი (42), 2:0 როზენბერგი (82).

გაფრთხილებები: ადუ 69 – აფელაი 47, მანიატისი 56, მილივოიევიჩი 68.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 13 (7)-14 (6), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 4-5, სეივი: 6-5, ჯარიმა: 12-9.

ატლეტიკო-იუვენტუსი 1:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ანსალდი, თურანი (სიკეირა 89), კოკე, ტიაგო, ნიგესი (გრიზმანი 53), მანჯუკიჩი (სუარესი 83), გარსია.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი (პერეირა 78), ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი (ჯოვინკო 89), ვიდალი (მორატა 83), პოგბა, ევრა, ტევესი, ლიორენტე.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: 1:0 თურანი (75).

გაფრთხილებები: გარსია 55, ანსალდი 63 – ბონუჩი 13, კიელინი 57, ლიხტშტაინერი 85, მორატა 86, პოგბა 90+1, ჯოვინკო 90+4.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 8 (2)-5 (0), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-1, ჯარიმა: 21-28.

იუვენტუსი

2

1

0

1

2-1

3

ატლეტიკო

2

1

0

1

3-3

3

მალმიო

2

1

0

1

2-2

3

ოლიმპიაკოსი

2

1

0

1

3-4

3

B ჯგუფი

ბაზელი-ლივერპული 1:0 (0:0)

ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”

ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი, ქსაკა, შერი, სუში, საფარი (გონსალესი 9), ფრაი, ემბოლო (კალა 81), დიე, ელ ნენი, ჰამუდი (ზუფი 90+2), შტრელერი.

მწვრთნელი: პაულო სოუზა.

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, შკრტელი, ენრიკე, ჰენდერსონი, ჯერარდი, მარკოვიჩი (ლამბერტი 81), სტერლინგი, ბალოტელი, კოუტინიო (ლალანა 70).

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

გოლი: 1:0 შტრელერი (52).

გაფრთხილებები: სუში 60 – სტერლინგი 9, ჯერარდი 54, ბალოტელი 71.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (5)-15 (5), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-7, სეივი: 5-4, ჯარიმა: 9-10.

ლუდოგორეცი-რეალი 1:2 (1:1)

სოფია, “ვასილ ლევსკი”

ლუდოგორეცი (4-3-3): სტოიანოვი, კაისარა, მოტი, ალექსანდროვი, მინევი, დიაკოვი, მარსელინიო (ვანდერსონი 70), ესპინიო (ანისეტი 82), აბალო, ბეზიაკი, ალექსანდროვი (მისიჯანი 82).

მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.

რეალი (4-4-2): კასილიასი, არბელოა, რამოსი, ვარანი, მარსელო, ბეილი, მოდრიჩი (კროოსი 73), ილიარამენდი, ისკო (როდრიგესი 76), ერნანდესი (ბენზემა 67), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 1:0 მარსელინიო (6), 1:1 რონალდუ (25, პენ), 1:2 ბენზემა (77).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: რონალდუ 11.

გაფრთხილებები: მინევი 10, დიაკოვი 24, აბალო 56, ესპინიო 62, ანისეტი 87 – რამოსი 73.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8 (4)-17 (7), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 4-2, სეივი: 5-3, ჯარიმა: 11-11.

რეალი

2

2

0

0

7-2

6

ლივერპული

2

1

0

1

2-2

3

ბაზელი

2

1

0

1

2-5

3

ლუდოგორეცი

2

0

0

2

2-4

0

C ჯგუფი

ზენიტი-მონაკო 0:0

სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი”

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი (არშავინი 88), გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, გარსია, ფაიზულინი, ჰალკი, შატოვი (სმოლნიკოვი 66), დანი, რონდონი (კერჟაკოვი 75).

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, კურზავა, კონდოგბია, ტულალანი, მოუტინიო (ბაკაიოკო 90+2), დირარი, ბერბატოვი (ფერეირა 52), ოკამპოსი (ჟერმენი 80).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

გაფრთხილებები: ტულალანი 38, ფაბინიო 81, დირარი 83.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (4)-9 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 14-19.

ლევერკუზენი-ბენფიკა 3:1 (2:0)

ლევერკუზენი, “ბაიარენა”

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბორგესი, ბელარაბი (ოზთუნალი 69), რაინარტცი, ბენდერი (დონატი 82), სონი, ჩალჰანოღლუ, კისლინგი (დრმიჩი 76).

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.

ბენფიკა (4-2-3-1): სეზარი, ალმეიდა, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ, პერესი (სამარისი 77), კრისტანტე (პერეირა 46), სალვიო, ტალისკა (ლიმა 46), გაიტანი, დერლეი.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

გოლები: 1:0 კისლინგი (25), 2:0 სონი (34), 2:1 სალვიო (62), 3:1 ჩალჰანოღლუ (63, პენ).

გაფრთხილებები: ჰილბერტი 60, ოზთუნალი 90+2 – გაიტანი 22, პერესი 54, ლუიზაო 58, სალვიო 71, სამარისი 88.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 22 (10)-4 (1), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 8-1, სეივი: 0-7, ჯარიმა: 16-11.

ზენიტი

2

1

1

0

2-0

4

მონაკო

2

1

1

0

1-0

4

ლევერკუზენი

2

1

0

1

3-2

3

ბენფიკა

2

0

0

2

1-5

0

D ჯგუფი

არსენალი-გალათასარაი 4:1 (3:0)

ლონდონი, “ემირეითსი”

არსენალი (4-2-3-1): შჩეზნი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, ფლამინი, კასორლა, ჩემბერლენი (როსიცკი 68), იოზილი (უილშერი 77), სანჩესი (ოსპინა 62), უელბეკი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გალათასარაი (3-4-1-2): მუსლერა, კაია, მელო, შეჯუ, სარი (ბულუთი 68), კურტულუსი (ალთინთოფი 46), ჯემაილი, ტელესი, სნეიდერი, ილმაზი, პანდევი (ბრუმა 68).

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.

გოლები: 1:0 უელბეკი (22), 2:0 უელბეკი (30), 3:0 სანჩესი (41), 4:0 უელბეკი (52), 4:1 ილმაზი (63, პენ).

გაფრთხილებები: ფლამინი 44 – მელო 34, ჯემაილი 44.

გაძევება: შჩეზნი 60.

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12 (5)-18 (7), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 3-4, სეივი: 6-1, ჯარიმა: 13-10.

ანდერლეხტი-დორტმუნდი 0:3 (0:1)

ბრიუსელი, “კონსტანტ ვანდენ სტოკი”

ანდერლეხტი (4-4-2): პროტო, ნახარი, მბემბა, ნუიტნიკი, დეშახტი, კონტე (აშემპონგი 73), დეფური, ტიელემანი, პრაეტი, სუარესი (გოჰი 84), მიტროვიჩი (კაბასელე 83).

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, ბენდერი (ჰუმელსი 83), კელი, ობამეიანგი, კაგავა, გროსკროიტცი (რამოსი 65), იმობილე (დურმი 72).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: 0:1 იმობილე (4), 0:2 რამოსი (69), 0:3 რამოსი (79).

გაფრთხილება: სუარესი 17.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 8 (1)-17 (9), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 6-1, ჯარიმა: 7-6.

დორტმუნდი

2

2

0

0

5-0

6

არსენალი

2

1

0

1

4-3

3

გალათასარაი

2

0

1

1

2-5

1

ანდერლეხტი

2

0

1

1

1-4

1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.21145