ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტოფერ ოლსონმა “მიდტიულანდთან” გააფორმა კონტრაქტი. შვედმა ფეხბურთელმა იჯარის წესით სეზონის პირველი ნახევარი “მიდტიულანდში” დაჰყო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი დანიური გუნდის ოფიციალური წევრი გახდა.
სკანდინავიელი 2011 წლიდან ირიცხებოდა ვენგერის გუნდში, თუმცა მინდორზე გასვლა ხშირად არ უწევდა. გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში ოლსონის გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის წყალობით “არსენალმა” მოახერხა “ვესტ ბრომვიჩის” დამარცხება.
მიმდინარე სეზონის დანიის სუპერლიგაში ოლსონმა 6 მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილს 40 ქულით ლიდერობს.