საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “დინამო” ანთალიაში ტურნირზეა მიწვეული. შეჯიბრების გამარჯვებული 20000 ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი digisport.ro იუწყება.
თბილისელთა გარდა, ტურნირის ორგანიზატორებმა ავსტრიის გრაცის “შტურმი”, ჩეხეთის პრაღის “სპარტა”, სლოვენიის “მარიბორი”, სერბეთის ბელგრადის “პარტიზანი” და ბულგარეთის “ლიტექსი” დაპატიჟეს.
ტურნირი სტარტს 31 იანვარს აიღებს. რაც შეეხება “დინამოს”, თბილისელები მეორე წრისთვის მზადებას 10 იანვარს შეუდგებიან.