ფეხბურთი

23:21 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

6-წუთიანი კაპიტნობა: თარგამაძეს საფეთქელში ჩაარტყეს

მარიუპოლის "ილიჩივეცმა" ტესტ-მატჩში ხორვატულ "ისტრას" ვერ მოუგო - 0:0. თორნიკე ოქრიაშვილმა ვერ ითამაშა: მიკროტრავმის გამო, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. რაც შეეხება დავით თარგამაძეს, მან მხოლოდ 6 წუთი გაატარა მინდორზე და შეცვლა ითხოვა...

თარგამაძე შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე და კაპიტანი გახლდათ. მალევე, დავითს მტკივნეული დარტყმა მიაყენეს საფეთქელში - ეს "ილიჩივეცის" საიტის ცნობით. ქართველმა იმ წამს გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა. საბედნიეროდ, საშიში არაფერია, თუმცა ექიმები მაინც საფუძვლიანად შეამოწმებენ.    


0.117006