რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგორიანმა ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რევიშვილის კლასისა და ავტორიტეტის მიუხედავად, მეორე წრეში გუნდში მყოფი მეკარეებიდან უძლიერესი ითამაშებს.
sportbox.ru: თუ ნარუბინის გუნდში მიწვევით ვიმსჯელებთ, კითხვის ნიშნის ქვეშაა რევიშვილის მომავალი, რომელმაც ჩემპიონატის პირველ ნახევარში თავი საუცხოოდ გამოავლინა. ორი ასეთი მეკარე ერთ “ბუნაგში” თანაცხოვრებას ნაკლებად მოახერხებენ...
ალექსანდრ გრიგორიანი: “მართლაც, საინტერესო მომენტია. რევიშვილი პირველი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. გარდა ამისა, მითხრეს, რომ ის გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს. მუშაობის პროცეში ვნახავთ: უძლიერესი ითამაშებს. მეკარეების მწვრთნელი ტუმილოვიჩი, რომელთან ერთად “ლუჩში” ვმუშაობდი, კვალიფიციური სპეციალისტია და მას სრულად ვენდობი. თუმცა, ლეგიონერებით ვარირებაც მოგვიწევს. ჩვენ უცხოელი მარჯვენა მცველი დავიმატეთ და კიდევ არარუსული პასპორტის მქონე ცენტრალური მცველის შეძენას ვგეგმავთ. რევიშვილი კი ლეგიონერია”.
ამასთანავე, გრიგორიანმა განაცხადა, რომ “ტოსნო” მიხაილ გორელიშვილს გაანათხოვრებს, რათა ახალგაზრდა ფორვარდს მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენების ჭკუის სწავლება არა და არ იქნა.არადა კარგი მეკარეა
ჰოოო, რაო ქონდა ჰო გეგმები უკვე პრემიერ ლიგაში თამაშის
რაარი აქ მაინც დაასვენონ, მეტი რაღა უნდა ექნა ტიპს, რაც ამან სეივები აკეთა, რა იყო ჩეხი მოუყვანეს ბლ.ი.ა.დ.?
ასეა იწვალებენ ქართველები, ამოაფორთხებენ კლუბს პრემიერ ლიგაში და მერე ერთი ხელის მოსმით გამოაბუნძულებენ სუყველას. ასე მოუვიდათ ვოლგას ქართველებს და ვშიშობ ამათაც იგივე ელით თუ არ გადავიდნენ ამ საღორეთიდან
თვითონ უნდა ქონოდათ ტვინი, ახლაც სადმე გადაისვრიან და ის გუნდიც რო ამოვა იქიდანაც მოისვრიან.
Wati tqveni....
@@@@@ პიტალოა მასტი
დაიწყო ქართველი შავი სამუშაოს გამკეთებლების გამოყრა
ჯერ კიდევ როდის ვთქვი ეგ
ვიცოდი რომ გუშინდელ ბარსელონას წაგებას რაღაცით ჩამაშხამებდნენ