კალათბურთი

18:48 | 10.11.2014 | ნანახია 2611 - ჯერ

ევროლიგას კიდევ ერთი ქართველი შეემატა

სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიას” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფორვარდი ლევან ფაცაცია (24. 09. 88. 198 სმ) კალათბურთში ევროლიგის მონაწილე რუსეთის კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდში” ჩაირიცხა. ამ გუნდს ქართველი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი, ლატვიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი ავარჯიშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფაცაციას ყოფილმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა, რომელიც ამჟამად სუპერლიგის მონაწილე “სოხუმს” ავარჯიშებს.

“ხელშეკრულება “ნიჟნი ნოვგოროდის” ხელმძღვანელობასა და ფაცაციას შორის გაფორმებულია. ლევანი რუსეთის ვიზასღა ელოდება, რათა გუნდს შეუერთდეს”- გვითხრა კვარაცხელიამ.

ლევან ფაცაცია, მანუჩარ მარკოიშვილის (ცსკა, რუსეთი), თორნიკე შენგელიასა (“ლაბორალ კუჩა”, ესპანეთი) და ვიქტორ სანიკიძის (“უნიქსი”, რუსეთი) შემდეგ მე-4 ქართველი კალათბურთელია, რომელიც ევროლიგის 2014-15 წლების გათამაშებაში იასპარეზებს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:40 | 11.11.2014
maestro10 (13745)

Udachi

22:54 | 10.11.2014
lelo2015 (613)

წარმატებები

22:50 | 10.11.2014
dinamo11 (1009)

საღოლ

22:05 | 10.11.2014
vereli (488)

იმედია გაისისათვის მაგარი ნაკრები შეიკრიბება. თუ ტრამვიანობაც აგვცდება - ნაკრები ალბათ ისტორიაში საუკეთესო შედეგს დადებს.

20:45 | 10.11.2014
chelidze (5010)

ისევ რუსეთო

20:25 | 10.11.2014
sabonis (9584)

კარგია იმედია ფეხს მოიკიდებს, ერთი ცინცაძესაც გამოუჩნდეს ნორმალურიი გუნდი კარგი იქნება.

19:34 | 10.11.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

19:23 | 10.11.2014
penomena (1374)

წარმატებები, ნადვილად კაი ნიუსია

18:57 | 10.11.2014
michael_jordan (3195)

ვა არ ველოდი მაგარი გუნდი ნოვგოროდი თუ 10 წუთს მაინც დაუთმობენ ძაან კარგი იქნება

0.075554