მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკის საიტის გამოთვლით, ევროპაში ყველაზე დაბალი ფეხბურთელები ესპანურ "ბარსელონას" ჰყავს. რა თქმა უნდა, საშუალო მაჩვენებლებით. "ბარსას" მოთამაშეთა საშუალო სიმაღლე 177,3 სანტიმეტრია.
ევროპაში ყველაზე მაღალი ფეხბურთელები უნგრულ "დიოშდიორს" ჰყავს - 186 სანტიმეტრი საშუალოდ, რაც მართლაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
ცნობილი კლუბებიდან სიმაღლით გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს ფრანგულ "მონაკოს" (185,3 სმ), გერმანულ "შალკეს" (185,8 სმ), "ვოლფსბურგს" (185,8 სმ).