თამაშგარე

15:19 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯესიკა დევისი “მანიუს” ერთგულია

ინგლისელი მოდელი, ჯესიკა დევისი აგერ უკვე რამდენი წელია “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქომაგად ითვლება, თუმცა “ოლდ ტრაფორდის” მრავლისმნახველ ტრიბუნებზე მისი ნახვა სულ ერთხელ თუ ორჯერ მოხერხდა, რაც ბევრ კითხვას აჩენს.

ერთი კვირის წინ, ჯესკამ ეჭვების გაფანტვა სცადა და განაცხადა, რომ “მანიუ” ძველებურად უყვარს და მის მატჩებსაც არასოდეს ივიწყებს, თუმცა მოუცლელობისა და მთელს მსოფლიოში საქმიანი ვიზიტების გამო ფიზიკურად ვერ ახერხებს “ტრაფორდზე” წამოსკუპებას.

დაახლოებით ორი წლის წინ, ზოგიერთი ბრიტანული ტაბლოიდი წერდა, რომ ჯესიკა დევისი “მანიუს” ფორვარდზე, უეინ რუნიზე იყო უიმედოდ შეყვარებული, თუმცა ჟურნალისტებმა თავიანთი ნაბოდიალები მალევე გადათქვეს, რადგან ცალკე მოდელმა და ცალკე მობურთალმა ერთი ამბავი ასტეხეს – სიყვარული კი არა, ერთმანეთს წესიერად არც კი ვიცნობთო...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155293