თამაშგარე

11:34 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ელენეს განმარტებანი

სახელოვანი რუსი სპორტსმენი, ჭოკით ხტომაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ელენა ისინბაევა აცხადებს, რომ მას არასწორად გაუგეს და სინამდვილეში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგია.

ასე გამოეხმაურა სპორტსმენი ქალი მის მიმართ გამოთქმულ მძაფრ კრიტიკას, რაც ისინბაევას კომენტარებმა გამოიწვია გეების უფლებათა შესახებ საუბრის დროს.

ჯერ კიდევ შარშან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ”არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას.“ რუსეთში ამ კანონის მიღებას, რაც სექსუალური ორიენტაციის ცალკეული ინდივიდების დისკრიმინაციად იქნა აღქმული, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10185