“მილანიდან” “სანტოსში” განათხოვრებული რობინიოსთვის “პალმეირასი” შესაძლოა კარიერაში მეორე ბრაზილიური კლუბი აღმოჩნდეს. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენით კლუბის დირექტორია დაინტერესებული, ხოლო პრეზიდენტი თავდამსხმელის მაღალი ანაზღაურების გამო ტრანსფერზე თავს იკავებს.
აქვე ცნობილი ხდება, რომ “პალმეირასის” პრეზიდენტის პაულო ნობრეს აზრს კლუბის სხვა წარმომადგენლები არ იზიარებენ და რობინიოს გადაბირებაზე აქტიურად იმუშავებენ.
30 წლის ბრაზილიელი “როსონერიმ” მშობლიურ კლუბში 2015 წლის ივლისამდე გაანათხოვრა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 4.5 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა “მილანმა” რობინიო “პალმეირასს” ამ ფასად დაუთმოს.